კახა კალაძე - ჩვენ, საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩავტოვოთ ნაგავსაყრელზე
პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო კამპანია მშვიდობიან ვითარებაში წარიმართებოდა, რომ არა „ნაციონალური მოძრაობა“.
კახა კალაძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობენ, ჩაშალონ სხვა კანდიდატების შეხვედრები და ხელი შეუშალონ მათ საარჩევნო კამპანიის წარმოებაში.
„თქვენ ხედავთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. ისინი ყოველდღიურ რეჟიმში ცდილობენ, შეუშალონ ხელი კონკრეტულ კანდიდატებს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით დღეს განცხადებაც გავავრცელეთ, გვქონდა ინფორმაცია, რომ ისინი ცდილობენ ჩაშალონ შეხვედრები, შეურაცხყოფა მიაყენონ პრეზიდენტობის კანდიდატს, ეს არის ჩვეულებრივ მათი სტილი. ისინი ჩარჩენილები არიან წარსულში, რასაც აკეთებდნენ 2012 წლამდე, იგივე მეთოდებით, სიცრუით, შანტაჟით, შავი პიარით, აგრძელებენ. ჩვენ, საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი ჩავტოვოთ ამ წარსულში და ჩავტოვოთ იქ, სადაც არიან, როცა 2012 წელს მოსახლეობამ გაისტუმრა ნაგავსაყრელზე”, – განაცხადა კახა კალაძემ.