კახა კალაძე - ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია და შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესაბამისად
ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია და შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესაბამისად, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„2008 წლის აგვისტოს ომიდან და ჩვენი ქვეყნის ტრაგედიიდან ცამეტი წლის შემდეგ, ოკუპაცია რჩება საქართველოს ყველაზე დიდ გამოწვევად. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს ოკუპაცია და შეასრულოს თავისი ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესაბამისად“, – აღნიშნულია განცხადებაში.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე. ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები ხუთ დღეს გაგრძელდა, აქტიური საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა კი, მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის გააქტიურების შედეგად მოხერხდა. ომის დასრულებიდან მალევე, რუსეთმა აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა აღიარა. 2008 წელს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ოფიციალური მოსკოვი დღემდე არ ასრულებს.