კახა კალაძე - ჩვენ ერთმანეთზე კი არ უნდა გავიმარჯვოთ, ერთად უნდა გავიმარჯვოთ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე
კახა კალაძე - ჩვენ ერთმანეთზე კი არ უნდა გავიმარჯვოთ, ერთად უნდა გავიმარჯვოთ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე

მე და ჩემს თანაგუნდელებს არასდროს ტაში არ დაგვიკრავს ძალადობისთვის და ეს არ მოხდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

„ვინც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს, ძალადობა ყველანაირად მიუღებელია. ყველა სახის ძალადობა – ფიზიკური, ფსიქოლოგიური, რასაც თქვენ აკეთებდით მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. მე საკუთარ თავზე მაქვს ეს ყველაფერი გამოცდილი და წარმომიდგენია, ჩვეულებრივ მოქალაქეს რას უშვრებით. ძალადობას – ფიზიკურს, მორალურს, ფსიქოლოგიურს არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ ერთმანეთზე კი არ უნდა გავიმარჯვოთ, ერთად უნდა გავიმარჯვოთ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანაშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.