კახა კალაძე - ჩვენ არ გვჭირდება პრივილეგირებული ჩინოვნიკები, ჩვენ ვემსახურებით ხალხს
ჩვენ არ გვჭირდება პრივილეგირებული ჩინოვნიკები, ჩვენ ვემსახურებით ხალხს, ვემსახურებით ქალაქს და არაფრით არ განვსხვავდებით რიგითი მოქალაქეებისაგან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კახა კალაძემ აღნიშნა, მიმართა მერის მოადგილეებს და სხავდასხვა სამსახურის უფროსებს, რომ იყვნენ სამაგალითოები.
მისივე თქმით, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა ცალკეული შემთხვევები პარკირების სპეციალური საშვებით არასამსახურებრივი საჭიროებებისთვის სარგებლობასთან დაკავშირებით.
“მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს საშვები განკუთვნილია მხოლოდ და მხოლოდ ოპერატიული დანიშნულების ავტომობილებისთვის და ასევე იმ ავტომანქანებისათვის, რომლებიც სპეციალური რეჟიმით გადაადგილდებიან. ეს საშვები აქვთ შესაბამის სამსახურებს და მინდა, ვთხოვო ჩემს მოადგილეებს, ჩვენს თანამშრომლებს, რომ მოერიდონ ამ საშვების გამოყენებას ოჯახის წევრებზე გადაცემის თვალსაზრისით. ჩვენ არ გვჭირდება პრივილეგირებული ჩინოვნიკები, ჩვენ ვემსახურებით ხალხს, ვემსახურებით ქალაქს და არაფრით არ განვსხვავდებით რიგითი მოქალაქეებისაგან. მინდა მივმართო ჩემს მოადგილეებს, სამსახურის უფროსებს, ჩვენს თანამშრომლებს, ჩვენ უნდა ვიყოთ სამაგალითოები“, – განაცხადა კახა კალაძემ.