კახა კალაძე - როგორც ვიცი, ჭუბერში ზარალი დიდია და შესაბამისად, მაქსიმალური თანადგომა იქნება
კახა კალაძე - როგორც ვიცი, ჭუბერში ზარალი დიდია და შესაბამისად, მაქსიმალური თანადგომა იქნება

ზარალი დიდია და შესაბამისად, მაქსიმალური თანადგომა იქნება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჭუბერში არსებულ ვითარებაზე კოემნტარისას განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც „ნენსკრა-ჰესის“ განცხადებაშია აღნიშნული, ჭუბერში განვითარებულ მოვლენებს არანაირი კავშირი არ აქვს ჰესის მშენებლობასთან.

„ჩვენ მოვისმინეთ „ნენსკრა-ჰესის“ განცხადება, რომ არსებულ სიტუაციას, ჭუბერში რაც მოხდა, ჰესის მშენებლობასთან არანაირ კავშირში არ აქვს. თუმცა, როგორც ვიცი, ზარალი დიდია და შესაბამისად, მაქსიმალური თანადგომა იქნება, შესაბამისი სამინისტროები ჩართულები არიან პროცესში და მოხდება ზარალის დათვლა, მოწესრიგდება ყველაფერი, იქ არსებული მდგომარეობა“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კომპანია „ნენსკრა ჰიდრო“ ჭუბერში ტერიტორიების დატბორვასთან „ნენსკრაჰესის“ მშენებლობის კავშირს გამორიცხავს. ამის შესახებ კომპანიამ საგანგებო განცხადება გაავრცელა.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. სოფელი ჭუბერი და კიდევ რამდენიმე დასახლება გარესამყაროსაა მოწყვეტილი. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო, დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია. ჩამოწოლილმა მეწყერმა და მოვარდნილმა ღვარცოფმა სოფლებთან დამაკავშირებელი ხიდები და ორი სახლი წაიღო.