კახა კალაძე - ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, მიუღებელია იმ მძიმე დანაშაულისთვის მისჯილი ადამიანების შეწყალება, რომლებიც ჩვენ გავიგეთ
კახა კალაძე - ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის, მიუღებელია იმ მძიმე დანაშაულისთვის მისჯილი ადამიანების შეწყალება, რომლებიც ჩვენ გავიგეთ

ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის და ქალაქის მერისთვის, მიუღებელია იმ მძიმე დანაშაულისთვის მისჯილი ადამიანების შეწყალება, რომლებიც ჩვენ გავიგეთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, შეწყალების წესი უნდა გადაიხედოს.

„ის, რომ წესი უნდა შეიცვალოს და გადაიხაედოს, ამაზე პრეზიდენტმა ისაუბრა თვითონ. ჩემთვის ადამიანურად როგორც პოლიტიკოსისთვის და ქალაქის მერისთვის, მიუღებელია იმ მძიმე დანაშაულისთვის მისჯილი ადამიანების შეწყალება, რომლებიც ჩვენ გავიგეთ. გამოძიებაც დაწყებულია და დაველოდოთ. თუ კორუფციის ნიშნები გამოიკვეთება, ამაზე დაწყებულია გამოძიება და ვნახავთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.