კახა კალაძე - ჩემთვის ბევრს ნიშნავს უწმინდესის სიტყვები, 100 000 მოწამის სახელზე ეკლესიის ან ხეივნის შესახებ ინიციატივა, საკმაოდ საინტერესოა
თბილისის მერი, კახა კალაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივას, 100 000 მოწამის სახელზე აშენდეს ეკლესია, ან გაკეთდეს ხეივანი, საინტერესოს უწოდებს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, უწმინდესის სიტყვები მისთვის ბევრს ნიშნავს.
„ჩემთვის ბევრს ნიშნავს უწმინდესის სიტყვები და საკმაოდ საინტერესო ინიციატივაა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქალაქისთვის და თბილისელებისთვის საინტერესო პროექტი განხორციელდეს“,- განაცხადა კახა კალაძემ.
ილია მეორის განცხადებით, „ჩვენ გვყავს ენერგიული, ახალგაზრდა მერი და იმედი მაქვს, რომ კალაძე იფიქრებს, მეტეხის ხიდთან 100 000 მოწამის სახელზე ტაძარი ან ხეივანი იყოს“.