კახა კალაძე - ცალკეული ევროპარლამენტარის განცხადებებს არ აქვს საერთო ევროპასთან და ევროპულ ღირებულებასთან
კახა კალაძე - ცალკეული ევროპარლამენტარის განცხადებებს არ აქვს საერთო ევროპასთან და ევროპულ ღირებულებასთან

ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ალბათ საუბარი იქნება იმ საკითხებზე, რა ნაბიჯებიც უნდა გადადგას საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რა საკითხზე იმსჯელებს მმართველი გუნდი თბილისში ვიზიტით მყოფ ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე იმ ფონზე, როდესაც ცალკეული ევროპარლამენტარი აცხადებს, რომ „დეოლიგარქიზაცია დეივანიშვილიზაციას გულისხმობს“, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ცალკეული ევროპარლამენტარის განცხადებებს არ აქვს საერთო ევროპასთან და ევროპულ ღირებულებასთან.

„მე არ ვიცი, რომელ ევროპარლამენტარებზე საუბრობთ. ცალკეული ევროპარლამენტარის განცხადებებს რაც შეეხება, მას ევროპასთან და ევროპულ ღირებულებასთან საერთო არ აქვს. ევროპა და ევროპული ღირებულებები სხვანაირად წარმომიდგენია. განცხადებები, რომლებსაც ვისმენდით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერი განცხადებებია და არა საქართველოს მეგობრების მხრიდან გაკეთებული განცხადებები. ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ალბათ საუბარი იქნება იმ საკითხებზე, რა ნაბიჯებიც უნდა გადადგას საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა კალაძემ.