კახა კალაძე - ბრძოლის საუკეთესო მაგალითია ბიძინა ივანიშვილი, 2012 წელს, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ჩვენს სამშობლოს, თავისი ოჯახით დადგა ქვეყნის გვერდით
ბრძოლის საუკეთესო მაგალითია ბიძინა ივანიშვილი, 2012 წელს, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ჩვენს სამშობლოს, თავისი ოჯახით დადგა ქვეყნის გვერდით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ქუთაისში გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი დღესაც საკუთარი ოჯახით დგას საქართველოს გვერდით.
„ჩემო მეგობრებო, თავგანწირვის, ბრძოლის საუკეთესო მაგალითი არის ჩვენი იმერელი ადამიანი, ღირსეული კაცი, ჩვენი ქველმოქმედი, ჩვენს ქვეყანაზე, სამშობლოზე შეყვარებული ბატონი ბიძინა ივანიშვილი. 2012 წელს, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა ჩვენს სამშობლოს, ბიძინა ივანიშვილი დადგა ამ ქვეყნისა და ქვეყნის მომავლის გვერდით. დღესაც ასეა, დადგა თავისი ოჯახით და დღესაც თავისი ოჯახით დგას აქ. დღეს მინდა, მივესალმო ცოტნე ივანიშვილს, რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფება.
ვერასდროს ვერავინ ვერ დაგვაჩოქებს, ვერ შეაჩერებს ჩვენს წინსვლას და განვითარებას, ვიდრე ვართ ერთად, ვიდრე სამშობლოს და უფალს ვაყენებთ ყველაზე და ყველაფერზე წინ. ჩვენ, იმერლებს არ გვეშლება, სად უნდა ვიყოთ, როგორ უნდა ვიყოთ, მაშინ, როდესაც ყველზე მეტად სჭირდება ჩვენს სამშობლოს, ქვეყანას, სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ“, – აღნიშნა კალაძემ.