დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიასთან ბიძინა ივანიშვილს არანაირი კავშირი არ აქვს.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიას სტატუსი არ ეცვლება.
„ოპოზიცია ამბობდა, თითქოს ბიძინა ივანიშვილი იქ აწარმოებდა რაიმე მშენებლობას, ეს არ არის სწორი ინფორმაცია. ბიძინა ივანიშვილს ამ ტერიტორიასთან არანაირი კავშირი არ აქვს. ტერიტორიას რომ ესაზღვრება, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა. არანაირი სტატუსი ამ ტერიტორიას არ ეცვლება. რეკრეაციული ზონა ორიდან გადადის ზონა ერთში. არაფერი არ იცვლება, როგორც იყო რეკრეაციული ზონა ერთი, იქნება ისევ რეკრეაციული ზონა ერთი“, – განაცხადა კალაძემ.