კახა კალაძე - ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა გამოწვევები რჩება, რასაც ღირსეული პასუხები სჭირდება
კახა კალაძე - ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა გამოწვევები რჩება, რასაც ღირსეული პასუხები სჭირდება

ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა გამოწვევები რჩება, რასაც ღირსეული პასუხები სჭირდება, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კორუფციის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას.

კალაძის განცხადებით, პრობლემები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა ქვეყანაშია.

„ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ქვეყანას, სადაც პრობლემები არ არსებობს. შესაბამისად, საქართველოშიც, რა თქმა უნდა, იდეალურად არ არის ყველაფერი. პრობლემები არსებობს, არსებობს გამოწვევები, რომელსაც ღირსეული პასუხი სჭირდება და იმისთვის ვართ ხელისუფლება, იმისთვის არსებობენ ექსპერტები, რომ ამ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ვისაუბროთ. არ არსებობს არც ერთი სახელმწიფო, სადაც იდეალურად არის ყველაფერი. ჩვენ ვართ განვითარებადი ქვეყანა, ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ყველა მიმართულებით, თუმცა გამოწვევები რჩება, რასაც ღირსეული პასუხები სჭირდება“, – განაცხადა კალაძემ.