კახა კალაძე - ბოლო წლების განმავლობაში, საქართველო ნამდვილად მოწინავეა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ეს არ არის მოგონილი ციფრები, ამას აფასებენ საერთაშორისო ორგანიზაციები
ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით პანდემიის დასრულების შემდეგ, საქართველო ნამდვილად მოწინავეა ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. ეს ხომ არ არის მოგონილი ციფრები, ამას აფასებს მსოფლიო ბანკი, აფასებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კახა კალაძეს ჟურნალისტებმა სთხოვეს, შეეფასებინა გაერო-ს 77-ე გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის ის ნაწილი, რომელიც საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ეხებოდა.
„ეს სტატისტიკა და მონაცემები ხელმისაწვდომია ყველასთვის. ამოიღეთ ეგ ინფორმაცია და შეადარეთ სხვა ქვეყნებისას და ნახავთ საქართველო მართლაც ვითარდება ეკონომიკურად. ძალიან მარტივია ამის გაკეთება. მე ძალიან მიხარია, რომ ჩემი ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, წინ მიდის, ქვეყანაში არის მშვიდობა, რაც განაპირობებს ეკონომიკურ განვითარებას. ეს ყველაფერი კი მომავალში უნდა აისახოს ხალხის კეთილდღეობაზე“, – განაცხადა კალაძემ.