კახა კალაძე - ბოლო წლების განმავლობაში პრეზიდენტის განცხადებები და ქმედებები არის იგივე ხაზი, რასაც ვხედავთ რადიკალურ ოპოზიციაში, ეს სამწუხარო რეალობაა
კახა კალაძე - ბოლო წლების განმავლობაში პრეზიდენტის განცხადებები და ქმედებები არის იგივე ხაზი, რასაც ვხედავთ რადიკალურ ოპოზიციაში, ეს სამწუხარო რეალობაა

თბილისის მერის კახა კალაძის შეფასებით, პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრებზე საუბრის ძირითადი ნაწილი ეხება იმპიჩმენტს და არა ევროინტეგრაციას.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო დროს პრეზიდენტის ქმედებები იგივე ხაზს მიჰყვება, რასაც რადიკალური ოპოზიცია, რაც სამწუხაროა.

„შეხვედრებზე ალბათ ძირითადად იმპიჩმენტზე მიმდინარეობს საუბარი და არა ევროინტეგრაციაზე. სამწუხაროდ, პრეზიდენტის მხრიდან მოვისმინეთ განცხადება იმას დაკავშირებით, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს სტატუსს. ძალიან მძიმეა, როდესაც ამ სიტყვებს ისმენ პრეზიდენტისგან, მაშინ, როდესაც საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც იმ ქვეყნებთან შედარებით, თუ ვინმეს მართლა რაიმე აქვს გაკეთებული ევროინტეგრაციის გზაზე, ყველა კომპონენტში ყველაზე დიდი წარმატება აქვს. ძალიან მძიმეა ასეთი განცხადებების მოსმენა. თუ შევხედავთ ბოლო თვეების, ბოლო წლების განმავლობაში პრეზიდენტის განცხადებებს, გინდ კონკრეტულ ქმედებებს, ეს არის იგივე ხაზი, რასაც ვხედავთ რადიკალურ ოპოზიციაში, ეს სამწუხარო რეალობაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.