კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილის წერილი იყო ერთ-ერთი დასტური, რომ გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნება არ არის ივანიშვილის პროექტი
ბიძინა ივანიშვილის წერილი, რომელიც გუშინ იხილა საზოგადოებამ, იყო ერთ-ერთი დასტური იმისა, რომ გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნება არ არის ივანიშვილის პროექტი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ბოლო კვირის განმავლობაში, მას შემდეგ რაც გიორგი გახარიამ პარტია დააფუძნა, ბევრი მითქმა-მოთქმა იყო.
„ბიძინა ივანიშვილი, რომელიც დღეს პოლიტიკაში არ იმყოფება, შესაბამისად, წერილი, რომელიც საზოგადოებამ იხილა გუშინ, ეს იყო ერთ-ერთი დასტური, რომ გიორგი გახარიას პარტიის დაფუძნება, არ არის ივანიშვილის პროექტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.