კახა კალაძე - ბიძინა ივანიშვილი იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც შეძლო რეჟიმის დამარცხება, შემოიკრიბა სრულიად საქართველო ირგვლივ და მშვიდობიანი გზით დაასრულა სისხლიანი რეჟიმი
ყველაზე მთავარი, რაც ბიძინა ივანშვილმა გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს იყო 2012 წელს მისი გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, ის იყო ერთადერთი ადამიანი, ვინც შეძლო ამ რეჟიმის დამარცხება, – ამის შესახებ თბილისი მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არის მეცენატი, რომელსაც არაერთი პროექტი აქვს დაფინანსებული.
„ბიძინა ივანიშვილი გახლავთ ქველმოქმედი, მეცენატი ადამიანი, რომელსც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ხალხისთვის. რომელი პროექტი ჩამოვთვალო – სკოლების აშენება, ბაღების რეაბილიტაცია, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნდება, ჯარისთვის ხელშემწყობი პროექტების განხორციელება, ძალიან ბევრია ასეთი პროექტი. ყველაზე მთავარი, რაც ამ ადამიანმა გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს იყო 2012 წელს მისი გადაწყვეტილება პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით. ივანიშვილი არის ის ადამიანი, რომელმაც დაამარცხა ის სისხლიანი რეჟიმი, რომელიც წლების განმავლობაში მართავდა ქვეყანას. ის იყო რეჟიმი, რომელმაც დიდი უბედურება მოუტანა ქვეყანას, გააუბედურა ოჯახები, ბიზნესი. გვახსოვს, როგორი მმართველობა იყო, როგორი დამოკიდებულება იყო და ერთადერთი ადამიანი იყო ბიძინა ივანიშვილი, ვინც შეძლო ამ რეჟიმის დამარცხება. შემოიკრიბა სრულიად საქართველო ირგვლივ და მშვიდობიანი გზით დაასრულა ის სისხლიანი რეჟიმი“, – განაცხადა კალაძემ.