კახა კალაძე - ბევრჯერ გვინახავს გაერთიანებები, ერთი მკვდარი მეორე მკვდარს აეკიდა, რა წარმატებაზეა საუბარი, ადამიანი რუსეთიდან იღებს დაფინანსებას და დღევანდელ ხელისუფლებას ეძახის რუსულს
კახა კალაძე - ბევრჯერ გვინახავს გაერთიანებები, ერთი მკვდარი მეორე მკვდარს აეკიდა, რა წარმატებაზეა საუბარი, ადამიანი რუსეთიდან იღებს დაფინანსებას და დღევანდელ ხელისუფლებას ეძახის რუსულს

ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ასეთი გაერთიანება, ერთი მკვდარი მეორე მკვდარს აეკიდა, რა წარმატებაზეა საუბარი, არაფერი მოხდება, ასეთი გაერთიანებების საბოლოო შედეგი რა იყო, ყველას გვახსოვს და იგივე იქნება ამ შემთხვევაშიც, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროპაგანდა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსული, არის დიდი სიცრუე.

„ადამიანი რუსეთიდან თავად იღებს დაფინანსებას და დღევანდელ ხელისუფლებას ეძახის რუსულს, ხელისუფლებას, რომელთანაც დაკავშირებულია ევროინტეგრაციის ის წარმატებული ნაბიჯები, რომელიც 2012 წლის შემდეგ მოხდა და მიაღწია ქვეყანამ. ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირდება. მათი პროპაგანდა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება არის პრორუსული, არის დიდი სიცრუე. საქართველოს ხელისუფლება არის პროქართული, იცავს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს და ეს დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც. ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს მოთხოვნები, ზეწოლა, რომელიც, ვიცით, რომ შეიძლება, დამაზიანებელი იყოს ამ ქვეყნის მომავლისთვის“, – განაცხადა კალაძემ.

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან.