კახა კალაძე - არსებობს მთელი რიგი ქვეყნები, სადაც გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონი მოქმედებს, მაგრამ საქართველოს უფლება არ აქვს, ასეთი კანონი მიიღოს, ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია
კახა კალაძე - არსებობს მთელი რიგი ქვეყნები, სადაც გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონი მოქმედებს, მაგრამ საქართველოს უფლება არ აქვს, ასეთი კანონი მიიღოს, ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია

არსებობს მთელი რიგი ქვეყნები, სადაც გამჭვირვალობასთან დაკავშირებული კანონი მოქმედებს, მაგრამ საქართველოს უფლება არ აქვს, ასეთი კანონი მიიღოს, ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „გამჭვირვალობის კანონის“ ქართული ვერსია მხოლოდ გამჭვირვალობას ითხოვს.

„არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება, რომ არსებობს მთელი რიგი ქვეყნები როგორც ევროპაში, ასევე მსოფლიოში, სადაც ასეთი კანონი ჩვეულებრივ მუშაობს. თუმცა საქართველოს არ აქვს უფლება მიიღოს კანონი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია. ჩვენი კანონი კიდევ უფრო ჰუმანურია. ჩვენი კანონმდებლობა ითხოვს მხოლოდ ერთ რამეს, გამჭვირვალობას. ერთი წლის განმავლობაში იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, ტელევიზიებმა, რომლებიც უცხოეთიდან 20 პროცენტზე მეტით ფინანსდებიან, უბრალოდ წარმოადგინონ ფინანსური დეკლარაცია, თუ ვისგან მიიღეს თანხები და რა კონკრეტულ პროექტებში დაიხარჯა“, – აღნიშნა კალაძემ.