კახა კალაძე - არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ ქვეყნის წინაშე და არსებობს პარტიები, რომლებსაც არაფერი აინტერესებთ, გარდა საკუთარი მიღწევებისა
არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ ქვეყნის წინაშე და არსებობს პარტიები, რომლებსაც არაფერი აინტერესებთ, გარდა საკუთარი მიღწევებისა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ პანდემიის პირობებში პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ყველამ კარგად ნახა, თუ როგორი აქცია ჩატარდა ბათუმში პირბადეებისა და დისტანციის გარეშე.
კახა კალაძე – პანდემიის პირობებში პოლიტიკოსების პასუხისმგებლობაზე. ნაცებისა და „ევროპული საქართველოს“ შედარება.
„არსებობს პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვთ ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე. არსებობს ისეთი პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ამ ქვეყანაზე არაფერი არ აინტერესებთ, გარდა საკუთარი რაღაც მიღწევებისა. ვნახეთ, თუ როგორი აქცია ჩატარდა ბათუმში ყოველგვარი პირბადეების გარეშე, ყოველგვარი მოთხოვნების და დისტანციის დაცვის გარეშე. თუმცა, მაგალითად, „ევროპულმა საქართველომ“ თავიანთ ამომრჩევლებთან შეხვედრა გააუქმა. აქ გამოიხატება ზოგადად პარტიების მიდგომა და დამოკიდებულება ქვეყნის, ასევე საზოგადოებისა და მოსახლეობის მიმართ“, – განაცხადა კალაძემ.