კახა კალაძე - არჩეული მერი ვარ, 2025 წლამდე მაქვს უფლებამოსილება, უდიდესი პასუხისმგებლობაა ჩემთვის, ვემსახურო ამ ქალაქს
დედაქალაქის არჩეული მერი ვარ, დღეს რომ გადავდგე, არჩევნებია ჩასატარებელი, – ასე უპასუხა თბილისის მერმა, კახა კალაძემ კითხვას, ელოდება თუ არა, რომ სამომავლოდ პრემიერად იყოს წარდგენილი.
რაც შეეხება კითხვას, ხომ არ შეიძლება, მესამე ვადითაც გახდეს არჩეული მერი, კალაძემ განაცხადა, რომ არაფერია გამორიცხული.
„არაფერია გამორიცხული, ყველაფერი წინ გვაქვს, ხომ? მე ვარ არჩეული მერი, 2025 წლამდე მაქვს ჩემი უფლებამოსილება. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჩემთვის, ვემსახურო ამ ქალაქს, ამ ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს დაწყებული, ბევრი რეფორმა არის განსახორციელებელი. სამომავლოდ ძალიან ამბიციური გეგმები და პროექტები გვაქვს, რომლებიც უკავშირდება დედაქალაქს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.