კახა კალაძე - არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებულია, მან თავისი ქმედებებით გააჩინა ეჭვები
არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებულია, გიორგი გახარიამ თავისი ქმედებებით გააჩინა ეჭვები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გიორგი გახარიას საკითხზე არ სურს პოლემიკაში შესვლა.
„არავის უთქვამს, რომ გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებულია. გიორგი გახარიამ თავისი ქმედებებით გააჩინა ეჭვები. შესაბამისად, შეგიძლიათ ირაკლი კობახიძეს მიმართოთ და ირაკლი აუცილებლად გაგიშლით თემას. გიორგი გახარიასთან დაკავშირებით არ ვაპირებ პოლემიკაში შესვლას. მე მაქვს ჩემი დამოკიდებულება და არჩევნების შემდეგ, ძალიან ვრცლად ვისაუბრებ ყველაფერზე. არჩევნებამდე არ მინდა ამ თემაზე საუბარი“, – განაცხადა კახა კალაძემ.