კახა კალაძე - არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოება გაყოს და მიაყენოს ადამიანებს შეურაცხყოფა
ხმა მივეცი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობასა და სტაბილურობას. არავის უნდა მივცეთ იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოება გაყოს, მიაყენოს შეურაცხყოფა ადამიანებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმა მისცა.
„ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვახდინოთ საზოგადოების ჯგუფებად დაყოფა. ეს ვნახეთ ერთხელ, როგორი მძიმე იყო და არ უნდა განმეორდეს. პირიქით, უნდა გავერთიანდეთ, ქართველები ცოტანი ვართ, გვჭირდება გაერთიანება, კონსოლოდაცია და ერთიანი ძალისხმევით ვიზრუნოთ, რომ ხვალინდელი საქართველო იყოს უკეთესი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყნის მოსახლეობა რიგით მეხუთე პრეზიდენტს ექვსი წლის ვადით ირჩევს.