კახა კალაძე - არავინ არსად შევარდნას არ აპირებს
კახა კალაძე - არავინ არსად შევარდნას არ აპირებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, უპირველესად ჟურნალისტები უნდა იყვნენ დაინტერესებული, რომ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება სწრაფად და დროულად დასრულდეს.

„ტვ პირველთან“ დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ კალაძემ განაცხადა, რომ არავინ არსად შევარდნას არ აპირებს.

„პირველი, რაც მინდა ვთქვა, ისაა, რომ კანონის წინაშე ყველა ვართ თანასწორუფლებიანი. რაც შეეხება იმ კონკრეტულ საკითხს, პირველ რიგში, თქვენ უნდა იყოთ დაინტერესებულნი, რომ გამოძიება რაც შეიძლება სწრაფად და დროულად დასრულდეს კონკრეტულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით. ამ თემაზე ბევრი განცხადება იყო გაკეთებული. ბევრი კონკრეტული საკითხი იყო გაზვიადებული. ასე რომ, არავინ არსად შევარდნას არ აპირებს, ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით”, – განაცხადა კახა კალაძემ.