კახა კალაძე - არასამთავრობოების ნაწილი აკეთებს განცხადებას, რომელსაც მტკიცებულება არ გააჩნია, აქაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხაზის გაგრძელება
გულდასაწყვეტი და მიუღებელია, რომ არასამთავრობოების ნაწილი აკეთებს განცხადებას, რომელსაც არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, მათი განცხადება რას ეფუძნება და რას ეყრდნობა. ჩემთვის ნამდვილად გულდასაწყვეტი და მიუღებელია, რომ არასამთავრობოების გარკვეული ნაწილი აკეთებს განცხადებას, რომლესაც არანაირი მტკიცებულება არ გააჩნია, თუმცა ესეც გასაგებია, აქაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ ხაზი და იმ ხაზის გაგრძელება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
კახა კალაძეს გადაცემის წამყვანმა არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაზე ჰკითხა, რომელშიც არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი.