კახა კალაძე - არანაირი „მეგობარი აქტი“ არ არსებობს, ვისაც რა უნდა, ის მიიღოს, ჩვენ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
არანაირი „მეგობარი აქტი“ არ არსებობს, ვისაც რა უნდა, ის მიიღოს, ჩვენ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჰელსინკის კომისიის „მეგობარ აქტთან“ დაკავშირებით ისაუბრა, რომელიც „ქართული ოცნების“ სანქცირებას ითვალისწინებს.
კახა კალაძის განმარტებით, საქართველო სანდო პარტნიორი ქვეყანაა, თუმცა ცალმხრივი ურთიერთობა არ არსებობს.
„არანაირი „მეგობარი აქტი“ არ არსებობს. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება გავაკეთეთ. ვისაც რა უნდა, ის მიიღოს, ჩვენ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. საქართველო არის სანდო პარტნიორი ქვეყანა, ეს არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით დავამტკიცეთ. მეგობრობაც ვიცით, პარტნიორობაც, ურთიერთობაც არ გვეშლება, მაგრამ ეს ცალმხრივი ვერ იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.