კახა კალაძე - არაფერია ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული, ყველაფერი უფერულდება გორთან მომხდარი ავტოკატასტროფის ფონზე
არაფერია ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული, ყველაფერი უფერულდება გორთან მომხდარი გუშინდელი ავტოკატასტროფის ფონზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განაცხადა.
თბილისის მერი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.
„ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს! ავტოშემთხვევის დროს დაშავებულ მოქალაქეებს კი, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აცხადებს კახა კალაძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.
გორთან ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ექვსი ადამიანია გარდაცვლილი.