კახა კალაძე - არ ველოდები, რომ გამოძიება დაიწყება, რადგან ვარკეთილში პარკის გახსნისას ინციდენტიც არ ყოფილა
კახა კალაძე - არ ველოდები, რომ გამოძიება დაიწყება, რადგან ვარკეთილში პარკის გახსნისას ინციდენტიც არ ყოფილა

არ ველოდები, რომ დაიწყოს გამოძიება, რადგან ინციდენტიც არ ყოფილა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვარკეთილში, 5 ივნისს მომხდარ შემთხვევაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პირი, რომელთან დაპირისპირებაზეც არის საუბარი, თბილისის მერიაში იმყოფებოდა და ავტოგრაფიანი მაისური მიიღო.

„არ ველოდები, რომ დაიწყოს გამოძიება, რადგან ინციდენტიც არ ყოფილა. პირიქით, ის კონკრეტული ადამიანი, ვისზეც თქვენ საუბრობთ, მადლობა უნდა გადამიხადოს, რომ გადავარჩინეთ ადამიანების, ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეების მხრიდან, რომ არ დაპირისპირებოდნენ და არ ეცემათ. სხვათა შორის, ჩემთანაც იყო მერიაში მოსული და ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა, ავტოგრაფიანი მაისური მიიღო“ – განაცხადა კახა კალაძემ.