კახა კალაძე - არ გამოვრიცხავ, რომ პარტია „ქართულ ოცნებაში“ იყვნენ ახალი სახეები, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი
„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანი კახა კალაძე პარტია „ქართულ ოცნებაში“ ახალ სახეებს არ გამორიცხავს. კახა კალაძის თქმით, პოლიტიკურ პარტიაში ყოველთვის უნდა ხდებოდეს განახლება და ეს ჩვეულებრივი პროცესია,
„მე არ გამოვრიცხავ, რომ იყვნენ ახალი სახეები და ეს არის ჩვეულებრივი პროცესი პოლიტიკურ პარტიებში, როდესაც ხდება პროფესიონალი, გამოცდილი კადრების, წარმატებული ადამიანების შემოსვლა, შესაბამისად გამორიცხული არაფერი არ არის. ზოგადად პოლიტიკურ პარტიაში ყოველთვის უნდა ხდებოდეს განახლება, ახალი სახეების მიღება და ეს პროცესი არასდროს არ შეჩერებულა და არ შენელებულა პარტიაში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“.
პარტიული მიმართულებით არასდროს გაჩერებულა მუშაობა, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა მათთვის, ვინც თავიანთი პროფესიონალიზმით და საქმიანობით გამოადგება ჩვენს ქვეყანას. აქ გადახალისებაზე საუბარი არ არის, პროცესი პარტიაში არასდროს გაჩერებულა, ყოველთვის მოდიან ადამიანები, ხდება მათთან გასაუბრება და შესაბამისად ხდება გადაწყვეტილების მიღება, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული 2020 წელს, ამას ვნახავთ. ჯერ ადრეა საუბარი დრო არის და ყველაფერი იქნება ცხადი საზოგადოებითვის“, – განცხადა კახა კალაძემ.