კახა კალაძე - არ აქვს მნიშვნელობა, უგულავა იქნება, პეტრე თუ პავლე, რაიმე არასწორი ქმედებები თუ იქნება, მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება
კახა კალაძე - არ აქვს მნიშვნელობა, უგულავა იქნება, პეტრე თუ პავლე, რაიმე არასწორი ქმედებები თუ იქნება, მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება

მინდა, დავამშვიდო „ნაციონალური მოძრაობა“, რომ მიხეილ სააკაშვილს აუცილებლად მოუწევს სასჯელია მოხდა, სულ მცირე იმის, რაც აქვს მისჯილი, დანარჩენი დაველოდოთ სხვა საქმეებზე მიმდინარე გამოძიებას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს სულ მცირე ექვსი წლის გატარება მოუწევს ციხეში.

„იცით, რომ ექვსი წელი მისჯილი აქვს, სხვა საქმეებზე გამოძიება მიმდინარეობს და არ არის გამორიცხული, რომ მას დაემატოს სასჯელი. შესაბამისად, მას აუცილებლად მოუწევს პასუხისგება იმ ჩადენილ დანაშაულებზე. გიგი უგულავას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ რაიმე არასწორი ქმედებები იქნება, არ აქვს მნიშვნელობა უგულავა იქნება, პეტრე, პავლე, ამას მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა კალაძემ.

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას გიგი უგულავამ განაცახდა, რომ სააკაშვილი ციხეში რომ გარდაიცვალოს, თავად ჩაერთვება შურისძიებაში. უგულავას თქმით, ხელისუფლებას ბოლომდე არ აქვს ამ თემასთან დაკავშირებული სიტუაცია გაცნობიერებული.

„სააკაშვილს მოუვა რაღაც ციხეში და პირდაპირ ვამბობ, მერე ვნახოთ, როგორ განვითარდება – ყველა ის ადამიანი, ვინც პასუხისმგებელია; ვისაც შეუძლია და ამას არ აკეთებს, მიიღებს დიდ შურისძიებას“, – აღნიშნა უგულავამ.