ანტიკრიზისული გეგმა რამდენიმე დღეში უკვე ცნობილი გახდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ანტიკრიზისულ გეგმაზე მუშაობა დიდი ხანია დაწყებულია და წარმოდგენილი იქნება ის ხედვა, რა უნდა გაკეთდეს და რას აკეთებს სახელმწიფო.
„ბიზნესსექტორთან შეხვედრა უკვე იყო. რაც შეეხება იმას, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, ვის შეეხება და როგორ, ეს ყველაფერი იქნება ცნობილი. რაც შეეხება მიზნობრივ პაკეტს, ცნობილი იქნება ყველაფერი, არის მიზნობრივი პაკეტი, არის ზოგადი მხარდაჭერა ბიზნესსექტორზე, ყველაფერი იქნება წარმოდგენილი საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან. ეს მიზნობრივი პაკეტი შემუშავებულია და იქნება ძალიან მალე წარმოდგენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.