კახა კალაძე - ამერიკულ და გერმანულ საარჩევნო მოდელებს შორის დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის, რომელი გაიმარჯვებს, არ ვიცი
კახა კალაძე - ამერიკულ და გერმანულ საარჩევნო მოდელებს შორის დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის, რომელი გაიმარჯვებს, არ ვიცი

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, დედაქალაქის მერ კახა კალაძის განცხადებით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციის ცვლილების განხორციელების რესურსი დღეს არ არსებობს.

„რაც შეეხება ამერიკულ მოდელს, დიდი კონკურენცია და ბრძოლა მიდის ამერიკულ და გერმანულ მოდელებს შორის. რომელი გაიმარჯვებს, არ ვიცი. კონსტიტუციის ცვლილების განხორციელების რესურსი დღესდღეობით არ არსებობს. ორივე დემოკრატიულია, როგორც გემანული, ასევე შერეული სისტემა“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის თქმით, გარკვეული პოლიტიკური პარტიები ცდილობენ, აჩვენონ, თითქოს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა არადემოკრატიულია, რაც ასე არ არის.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის დემოკრატიული მოდელი. ნაწილი მაჟორიტარული, ნაწილი პროპორციული. ასევე, სრულად მაჟორიტარული სისტემა, დემოკრატიულია, როგორც სრულად პროპორციული ან გერმანული მოდელი“ ,- განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კახა კალაძის განმარტებით, საარჩევნო სისტემის მოდელთან დაკავშირებით მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა.

„გუნდში არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ სურვილი, გადავიდეთ მხოლოდ მაჟორიტარულ სისტემაზე, თუმცა არიან ადამიანები, ვინც ამას ეწინააღმდეგებიან. ჩვენ გვაქვს მიღებული ცვლილებები, რომლებიც ასახულია კონსტიტუციაში და ყველამ პატივი უნდა ვცეთ მიღებულ გადაწყვეტილებას. მათი [მაჟორიტარული სისტემის მხარდამჭერი დეპუტატების] მოსაზრება იყო და ხაზს უსვამდნენ, რომ ჩატარდეს პლებისციტი, შევეკითხოთ მოსახლეობას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსახლეობა. რა ვიცი, ესეც შეიძლება, განხილული იყოს 2020 საპარლამენტო არჩევნების დროს ან 2021 წლის არჩევნების დროს. შეიძლება, დაესვას კითხვა მოსახლეობას“ ,- აღნიშნა კახა კალაძემ.