თბილისის მერი კახა კალაძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც კალაძის მილოცვაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეძლო 242 წლის მანძილზე შეექმნა ძლიერი სახელმწიფო, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიის ერთ-ერთი საყრდენია.
თბილისის მერი საქართველოსა და ამერიკის პარტნიორობაზეც ამახვილებს ყურადღებას.
„ვულოცავ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეძლო 242 წლის მანძილზე შეექმნა ძლიერი სახელმწიფო, რომელიც მსოფლიოში დემოკრატიის ერთ-ერთი საყრდენია. ჩვენ გვაერთიანებს საერთო ღირებულებები, რომელთა დაცვისთვის უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. ამერიკის შეერთებული შტატები არის ჩვენი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და განვითარების ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი, რისთვისაც მადლობას ვუხდი ამერიკის ხელისუფლებას, ამერიკელ ხალხს და კიდევ ერთხელ ვულოცავ მათ ამ მნიშვნელოვან თარიღს“, – ნათქვამია კახა კალაძის მილოცვაში.