კახა კალაძე - ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსების შემოყვანას წელსვე დავიწყებთ
პროგრამა, რომელიც ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი, ითვალისწინებს დაახლოებით 750 ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსის შემოყვანას, რასაც წელსვე დავიწყებთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მერიაში სტრუქტურული ცვლილებების პრეზენტაციის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ყვითელი ავტობუსები სრულად ჩანაცვლდება და გაჩერებაზე ტრანსპორტის ლოდინის დრო შემცირდება.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტის კუთხით პრობლემები არსებობს. ეს გამოწვეულია იმით, რომ არ გვყავს საკმარისი რაოდენობის ავტობუსები. პროგრამა, რომელიც ჩვენ გვქონდა წარმოდგენილი, ითვალისწინებს დაახლოებით 750 ახალი ევროპული ტიპის ავტობუსის შემოყვანას, რასაც წელსვე დავიწყებთ ეტაპობრივად და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სრულად იქნება ჩანაცვლებული ყვითელი ავტობუსები. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, მოცდის ხანგრძლივობა, რაც დღეს პრობლემას წარმოადგენს, შემცირდეს. პრობლემაა ისიც, რომ კონკრეტული უბნებია, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი საერთოდ არ მოძრაობს. ამ პროექის განხორციელებით, ეს პრობლემა მოგვარდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.