კახა კალაძე - აფრიკის დასახლების გარდა, სხვაგანაც თუ იქნება უკანონო შენობა-ნაგებობა, ამას მერიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება
აფრიკის დასახლების გარდა, თუ იქნება ისეთი შემთხვევები, სადაც უკანონო შენობა-ნაგებობა იქნება, ამას თბილისის მერიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა,ეს არის კონკრეტული შენობა-ნაგებობები, სადაც ადამიანები არ ცხოვრობენ.
„ასეთი შემთხვევების დაფიქსირების შემთხვევაში, რეაგირება იქნება. თუ ადამიანები ცხოვრობენ, მაშინ კანონმდებლობა მოქმედებს და მუნიციპალიტეტს არ აქვს უფლებამოსილება, ადამიანები გამოასახლოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.