კახა კალაძე - აფეთქების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და გვეცოდინება, რეალურად რა მოხდა, რასთან გვაქვს საქმე
დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და გვეცოდინება, რეალურად რა მოხდა, რასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ იაშვილის კლინიკაში განაცხადა, სადაც დაშავებული ბავშვები მოინახულა.
„მინდა, მივუსამძიმრო ოჯახებს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს. დიდი ტრაგედია დატრიალდა. საავადმყოფოში გადმოყვანილი ბავშვების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, ხვალამდე უნდა იყვნენ ექიმების დაკვირვების ქვეშ და გააგრძელებენ მკურნალობას.
პასუხისმგებლობას რაც შეეხება, გამოძიება მიმდინარეობს და გვეცოდინება, რეალურად რა მოხდა, რასთნ გვაქვს საქმე“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დიდ დიღომში დღეს აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა.
პირველადი ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვას უკავშირდება.