კახა კალაძე - აფაქიძის ქუჩაზე მშენებლობა წესების დაცვით მიმდინარეობს
კახა კალაძე - აფაქიძის ქუჩაზე მშენებლობა წესების დაცვით მიმდინარეობს

თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, აფაქიძის ქუჩაზე მშენებლობის საკითხი შესწავლილია და პროცესი წესების დაცვით მიმდინარეობს, – ასე პასუხობს კალაძე აფიქიძის ქუჩის მოსახლეობას, რომლებიც მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

„მაგ საკითხით დაინტერესებული ვარ, პროექტი არის გამართული. იმ კონკრეტულ ადგილზე, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, ხდება შენობის აშენება, რომლის დემონტაჟი განხორციელდა, ანუ იქ შენობა არსებობდა და ახალი მშენებლობა ხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მოსახლეობა კი ამბობს, რომ ერთი წლის წინ დაწყებული მშენებლობა, დარღვევების გამო, დავით ნარმანიას გადაწყვეტილებით შეჩერდა, ხოლო კახა კალაძის მერობის პირობებში გაგრძელდა.

ადგილობრივები მერიისგან ტერიტორიის გამოსყიდვასა და სკვერის მოწყობას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არქიტექტურის სამსახურის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ.