კახა კალაძე - ადამიანურად გული მწყდება, გიორგი გახარიას ამ ვითარებაში რომ ვუყურებ
ადამიანურად გული მწყდება, გიორგი გახარიას ამ ვითარებაში რომ ვუყურებ, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეოჩართვისას განაცხადა.
კახა კალაძეს ერთ-ერთმა მოქალაქემ ჰკითხა, რა პროვოკაციას უმზადებდა სამხარაულის ბიურო გახარიას, რომ ის არ ენდობა და თმის ღერის ჩასაბარებლად გერმანიაში აპირებს წასვლას, რაზეც კალაძემ აღნიშნა, რომ გაუგებარია განცხადებები, რომელიც ამ საკითხზე გაკეთდა.
„არ ვიცი, გაუგებარია ჩემთვის განცხადებები, რაც ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ. არ მეგონა, თუ ასეთი პანიკა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს. ადამიანურად, გულწრფელად ვიტყვი, რომ გული მწყდება გიორგი გახარიას ამ ვითარებაში რომ ვუყურებ“, – განაცხადა კახა კალაძემ.