კახა კალაძე - ადამიანი პირადი ხარჯებით როცა გადაადგილდება, რატომ უნდა იყოს ეს საჯარო, ჩემი ხარჯებით როცა მივდივარ უცხოეთში, ყველაფერი უნდა მოვყვე?
კახა კალაძე - ადამიანი პირადი ხარჯებით როცა გადაადგილდება, რატომ უნდა იყოს ეს საჯარო, ჩემი ხარჯებით როცა მივდივარ უცხოეთში, ყველაფერი უნდა მოვყვე?

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განაცხადებით, როცა თანამდებობის პირი საკუთარი ხარჯებით გადაადგილდება უცხოეთში, არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, რომ ეს საჯარო იყოს.

„დეკლარაცია ივსება წელიწადში ერთხელ. თანამდებობის პირები და პოლიტიკოსები ვალდებული არიან, დეკლარაცია შეავსონ. დაველოდოთ ამ თარიღს, როდესაც პრემიერ-მინისტრს მოუწევს, შეავსოს დეკლარაცია. ადამიანი პირადი ხარჯებით როცა გადაადგილდება, რატომ უნდა იყოს ეს საჯარო? როდესაც ჩემი ხარჯებით მივდივარ უცხო ქვეყანაში, უნდა დავდგე და ყველაფერი მოგიყვეთ? არ არის სწორი. ჩემი ხარჯებით როცა წავალ სადმე, არანაირი აუცილებლობა არ მაქვს, ამასთან დაკავშირებით გესაუბროთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს მთავრობის სტრატკომა დღეს გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია, თითქოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, შვილთან ერთად, აშშ-ში ჩარტერული (კომერციული) რეისით გაემგზავრა. განცხადების თანახმად, აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. განცახდებაში ასევე ნათქვამია, რომ კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.