კახა კალაძე - ადამიანებს აქვთ უფლება, კანონის ჩარჩოში გამოხატონ განსხვავებული მოსაზრებები, გაცდომას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყველას აქვს უფლება, კანონის ფარგლებში გამოხატოს საკუთარი განსხვავებული მოსაზრება.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ყველა გადაცდომას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განსხვავებული მოსაზრებები და მათ აქვთ სრული უფლება, კანონის ჩარჩოებში გამოვიდნენ და გამოხატონ თავიანთი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე. მთავარია, ეს იყოს კანონის ჩარჩოებში. როგორც კი იქნება გადაცდომა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, ასევე კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვის პასუხად.