კახა კალაძე - ადამიანებს აზრის გამოხატვის უფლებას ვერავინ შეუზღუდავს, თუმცა კანონის დარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება
კახა კალაძე - ადამიანებს აზრის გამოხატვის უფლებას ვერავინ შეუზღუდავს, თუმცა კანონის დარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანის, თბილისის მერ კახა კალაძის განცხადებით, მოქალაქეებს აზრის გამოხატვის უფლებას ვერავინ შეუზღუდავს, თუმცა ის კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.

კალაძემ ხვალ დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თუ კანონი დაირღვევა, რეაგირებაც შესაბამისი იქნება.

„ადამიანებს თავიანთი მოსაზრების გამოხატვის უფლება აქვთ, რასაც მათ ვერავინ შეუზღუდავს. კანონის ფარგლებში, კანონის ჩარჩოებში მათ შეუძლიათ, გამართონ აქცია, გამოხატონ თავიანთი მოსაზრება. თუ კი გასცდებიან კანონის ჩარჩოებს და ფარგლებს, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“,- განაცხადა კალაძემ.