კახა კალაძე - ადამიანების მიმართ, რომლებიც სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას, მშვიდობას, არველაძის მსგავსი ლექსიკით საუბარი შეურაცხმყოფელია
ადამიანების მიმართ, რომლებიც მართლაც თავისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას, მშვიდობას, არველაძის მსგავსი ლექსიკით საუბარი შეურაცხმყოფელია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კახა კალაძეს კითხვა დაუსვეს გიორგი არველაძის განცადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „პოლიციელებო, პოლიციის დღეს არ გილოცავთ, ხართ ძაღლობა, ძაღლობას კი პოლიციის დღის მილოცვა არ ეკუთვნის“.
როგორც კახა კალაძემ განაცხადა, საზოგადოება ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს.
„არაფერი მიკვირს, რადგან ეს ადამიანები ისეთ მდგომარეობაში არიან, ისეთი გაუბედურებულები არიან, მათი დღევანდელი რეალობა და მდგომარეობა განპირობებულია მათი ქმედებებით. ის, რასაც ისინი ამ წლების განმავლობაში აკეთებდნენ, ეს ყველაფერი იმის შედეგია. ადამიანების მიმართ, რომლებიც მართლაც თავისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად იცავენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებას, მშვიდობას, არველაძის მსგავსი ლექსიკით საუბარი შეურაცხმყოფელია. საზოგადიება ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს. ძალიან კარგია, როდესაც არჩევნების დღე მოდის. გონიერია ქართველი ხალხი და შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს, რაც უნდა მიიღონ იმისთვის, რომ ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა შეინარჩუნო და ასეთ გაბოროტებულ, ბინძურ და ბოროტ ძალებს არ მისცენ მმართველობაში დაბრუნების შესაძლებლობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.