კახა კალაძე აცხადებს, რომ სატრანსპორტო რეფორმის მთავარი ამოცანაა, მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა კომფორტული იყოს
კახა კალაძე აცხადებს, რომ სატრანსპორტო რეფორმის მთავარი ამოცანაა, მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა კომფორტული იყოს

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ქალაქში ავტობუსით სარგებლობისთვის მოქალაქეებს გაჩერებებზე დიდხანს უწევთ მოცდა, რაც დისკომფორტია და პრობლემას წარმოადგენს.

მისივე თქმით, ამ პრობლემის გადაჭრა მერიის მიერ შემუშავებული სატრანსპორტო რეფორმის მთავარი ამოცანაა.

ამის შესახებ კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ყველა უბანში საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, ამ შემთხვევაში, ავტობუსი მაქვს მხედველობაში, უნდა იყოს თანაბარი წვდომა. დღეს არის ისეთი ვითარება, ადამინებს, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობენ კონკრეტულად ავტობუსით, უწევთ ლოდინი გაჩერებებზე ნახევარი საათი, ორმოცი წუთი, რაც სერიოზულ დისკომფორტსა და პრობლემას წარმოადგენს. შესაბამისად, ჩვენი სატრანსპორტო რეფორმის მთავარი ამოცანაა, ინფრასტრუქტურასთან ერთად, პარალელურად ავტობუსების განახლება, რომელიც დაწყებულია, მოვახერხოთ, რომ ადამიანს შვიდი წუთიდან 15 წუთამდე მეტი ლოდინი არ უწევდეს ავტობუსით სარგებლობითვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.