კახა კალაძე აცხადებს, რომ საქართველოში კომპანიების დარეგისტრირებას ვერ შეძლებს ვერავინ, ვინც სანქციებში მოხვდა
ყველა პიროვნება ან კომპანია, ვინც სანქციებში მოხვდა, საქართველოში კომპანიების დარეგისტრირებას ვერ შეძლებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ამის გადამოწმება მარტივია.
„ეს არის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რადგან მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს სანქციები. საჯაროდ არის ცნობილი, თუ ვინ და რა კომპანიები არიან, რომლებიც სანქციებში არიან მოხვედრილი. შესაბამისად, ამის გადამოწმება ძალიან მარტივია.
ახლა, ადამიანების შემოსვლას რაც შეეხება, ჩვენ არავის ვეწინააღმდეგებით. ბევრი რუსეთის მოქალაქე შემოდის, ასევე შემოდიან ბელაურისის, უკრაინის მოქალაქეები და რა თქმა უნდა, ყველას მიეცემა შესაძლებლობა, თავისუფალ გარემოში აწარმოოს ბიზნესსაქმიანობა, ან იცხოვროს საქართველოში და ა.შ.“,- განაცხადა კახა კალაძემ.