კახა კალაძე აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობისას დაწესებულ ჯარიმებთან დაკავშირებით სამომავლოდ მსჯელობა გაგრძელდება
კახა კალაძე აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობისას დაწესებულ ჯარიმებთან დაკავშირებით სამომავლოდ მსჯელობა გაგრძელდება

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობისას დაწესებულ ჯარიმებთან დაკავშირებით სამომავლოდ მსჯელობა გაგრძელდება.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ მიმართულებით ბევრი საკითხია, რომლის განხილვაც მიმდინარეობს.

„ამაზე მსჯელობა ალბათ კიდევ იქნება. ეს იყო ინიციატივა. ამას, რა თქმა უნდა, სჭირდება დახვეწა, რა როგორ იქნება. რა გადაწყვეტილებები იქნება, ეს უკვე პროცესში გვაჩვენებს ყველაფერს. საუბარი იყო პარლამენტში, როცა პრემიერ-მინისტრი იყო მისული, პარლამენტარების ჯგუფი ითხოვდა, რომ გაკეთებულიყო ერთგვარი ამნისტია ამ ჯარიმებთან მიმართებით, ანუ ბევრი თემა არის, რომლის განხილვაც მიმდინარეობს. ასე რომ, დაველოდოთ, წინასწარ ნუ გავაკეთებთ რაიმე აქცენტებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.