კახა კალაძე აცხადებს, რომ რუსეთის დელეგაციის ჩამოსვლის საკითხზე გადაწყვეტილებას ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ
თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს მინისტერიალთან დაკავშირებით, თუ ვინ მიიღებს ღონისძიებაში მონაწილეობას, გადაწყვეტილებას ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მიიღებენ.
ამ კომენტარით კალაძე საქართველოში ევროპის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, სერგეი ლავროვის ჩამოსვლის საკითხს გამოეხმაურა.
„სიახლე ჯერ არ არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც ყოველთვის, გადაწყვეტილება იქნება მიღებული ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე,”- ამბობს კახა კალაძე.