კახა კალაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნა აქციაზე ემოციურ ფონზე გაკეთდა
კახა კალაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნა აქციაზე ემოციურ ფონზე გაკეთდა

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ემოციურ ფონზე გაკეთდა.

კალაძის თქმით, ახალგაზრდების ლიდერებმა თქვეს, რომ ამასთან დაკავშირებით განცხადებები მათი მხრიდან ემოციურ ფონზე იყო გაკეთებული.

კალაძის თქმით, პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციების ფორმას რაც შეეხება, ეს შეიძლება პოლემიკის საგანი იყოს.

„პოლემიკის საგანი შეიძლება იყოს, თუ როგორი ფორმით უნდა ყოფილიყო, თუმცა ერთ რამეში ყველა ვთანხმდებით, რომ ნარკორეალიზატორებს ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა ვებრძოლოთ“, – აღნიშნა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.