კახა კალაძე აცხადებს, რომ კვლევების მიხედვით, რუსთავი-თბილისის მეტროს პროექტის განხორციელება შესაძლებელია
თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ჩატარდა კვლევები და არის დასკვნა, რომ რუსთავი-თბილისის მეტროს პროექტის განხორციელება შესაძლებელია. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„როგორც ასეთი, პროექტი ჯერ არ არსებობს. პირველადი კვლევები ჩატარებულია და დადებულია დასკვნა, რომ შესაძლებელია პროექტის განხორციელება. არის გარკვეულ თანხებთან დაკავშირებული და მთავრობასთან ერთად იქნება მიღებული გადაწყვეტილება, განხორციელდება თუ არა რუსთავი-თბილისის მეტროს პროექტი“, – აღნიშნა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.