კახა კალაძე- 9 აპრილს დაღუპულთა თავგანწირვა ნათელი მაგალითია, როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. მისი თქმით, 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველზე დაღუპულთა თავგანწირვა ნათელი მაგალითია , თუ როგორ უნდა გიყვარდეს სამშობლო.
„დღეს იმ ადამიანებს მოვიხსენიებთ, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გასწირეს. ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი ქვეყანა. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვედით აქ მათი სულების მოსახსენიებლად”,-განაცხადა კახა კალაძემ.
1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა.