6 ათასამდე დაჯარიმებულ ადამიანს, დაახლოებით, მილიონ ლარამდე ჯარიმა ჩამოეწერება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„რაც შეეხება „სითი-პარკის“ მიერ დაჯარიმებულ ადამიანებს. ჩვენ ამ კომპანიასთან ხელშეკრულება შევწყვიტეთ, რისი ერთ-ერთი მთავარი მოტივიც იყო, რომ არასწორად ხდებოდა ადამიანების დაჯარიმება. დაახლოებით, 6 ათასამდე დაჯარიმებულ ადამიანს, რომელიც ჯერ აღსრულებაში არ იყო მოყვანილი, მილიონამდე ჯარიმა ჩამოეწერება. ჩვენ ამნისტიის ინიციატივა პარლამენტში გადავაგზავნეთ, რომელსაც მხარი დაუჭირეს. ვფიქრობ, ამნისტია, რომელიც განხორციელდა, მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კალაძემ.
თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკს“ 2018 წლის 10 აპრილს შეუწყვიტა ხელშეკრულება.