კახა კალაძე - 43 წელია, ჩვენი პატრიარქი დიდი მოთმინებითა და სათნოებით, ღირსეულად უძღვება ქართულ ეკლესიას, ლოცულობს საქართველოსა და თითოეული ჩვენგანისთვის
თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ინტრონიზაციის დღეს ულოცავს.
„დიდი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ აღსაყდრების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. 43 წელია, ჩვენი პატრიარქი დიდი მოთმინებითა და სათნოებით, ღირსეულად უძღვება ქართულ ეკლესიას, ლოცულობს საქართველოსთვის და თითოეული ჩვენგანისთვის.
უწმინდესსა და უნეტარესს გაწეული ღვაწლისთვის მადლობას ვუხდი, ვუსურვებ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას ჩვენი ერის სულიერი და ეროვნული გაძლიერების საქმეში“, – აღნიშნულია კალაძის მილოცვაში.
25 დეკემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა.
როგორც საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, პანდემიის გამო, წელს ამ თარიღთან დაკავშირებით საპატრიარქოში ღონისძიება არ იგეგმება.