კახა კალაძე - 26 მაისს სამხედრო აღლუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, გუნდში მსჯელობა იქნება
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ჩატარდება თუ არა სამხედრო აღლუმი, ამის შესახებ გუნდში მსჯელობა გაიმართება.
კახა კალაძის თქმით, სადღესასწაულო ღონისძიებებთან დაკავშირებით ინფორმაცია უახლოეს მომავალში გავრცელდება.
„ამასთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა გუნდში და უახლოეს მომავალში ცნობილი იქნება. იქნება თუ არა აღლუმი, მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს.
რაც შეეხება 26 მაისისადმი მიძღვნილ დღესასწაულს, ღონისძიებებს, უახლოეს მომავალში გაგაცნობთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.